საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდი ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ნაკრებმა, გუნდურ შეჯიბრში, (რაპირა) ფინალურ ბრძოლაში, იტალიის ნაკრები დაამარცხა.
„ვულოცავთ ჩვენს სახელოვან პარამოფარიკავეებს – ირმა ხეცურიანს, ნინა თიბილაშვილს, გვანცა ზადიშვილს, მთავარ მწვრთნელს მალხაზ მესხს, გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ“, – აღნიშნულია პარალიმპიური კომიტეტის განცხადებაში.