LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად საქართველოში, პროექტი HIGHLANDER ჩატარდება – 15 ქვეყანა, 30 განსხვავებული ლოკაცია და ათასობით მონაწილე

80
283352066_373545661482913_4462235651943782458_n

პირველად საქართველოში! პროექტი HIGHLANDER – მთამსვლელებისა და უბრალოდ, ლაშქრობის მოყვარულებისთვის.

15 ქვეყანა, 30 განსხვავებული ლოკაცია და ათასობით მონაწილე – HIGHLANDER გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური სერიის ღონისძიებებს წარმოადგენს, რომელშიც წელს, პირველად, საქართველოც ჩაერთვება და 25-27 აგვისტოს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტუმრებს სვანეთში, მესტიაში უმასპინძლებს. პროექტის მიზანია ლაშქრობის, როგორც ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რეგიონში ეკომეგობრული და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების გამართვის ხელშეწყობა.

HIGHLANDER სვანეთი, საქართველოს ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. პროექტის პარტნიორები, აგრეთვე, არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და სვანეთის ადგილის მართვის ორგანიზაცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g