LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკის დედას ქსელში აქტიურად განიხილავენ

52

ილონ მასკის დედას ქსელში კვლავ აქტიურად განიხილავენ. უფრო ზუსტად კი საუბარია New York Magazine-ის სკანდალურ გარეკანზე, სადაც მილიარდერის დედა სრულიად შიშველი იყო გამოსახული. წელს ლეგენდარულ გამოცემას 50 წელი უსრულდება, ამიტომ რედაქციამ ყველაზე ხმაურიანი პუბლიკაციებისა და ფოტოების გახსენება გადაწყვიტა. ერთ-ერთი ასეთი კადრი კი მასკის დედის ფოტო იყო.

მეი მასკიმ ჟურნალისთვის 2011 წელს იპოზიორა და მაშინ მან ორსული დემი მური განასახიერა. აღსანიშნავია, რომ ქალბატონი მასკი ამ მომენტისთვის 63 წლის იყო, თუმცა პროვოკაციულ წინადადებას მაინც სიამოვნებით დათანხმდა. ამჟამად მეი 70 წლისაა და სამოდელო კარიერას ძალიან აქტიურად განაგრძობს. გარდა ამისა, ქალბატონი 3 შვილსა და 10 შვილიშვილსაც საკმარის დროს უთმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები