LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე მეფე ლომის შეყვარებული გახდება

249

ბიონსე სულ მალე ნალუს, „მეფე ლომის“ შეყვარებულის როლს მოირგებს. Disney-მ ქსელში „მეფე ლომის“ პირველი აფიშა გაავრცელა. საკულტო ანიმაციური ფილმის კინოვერსია ტელეეკრანებზე 2019 წლის ზაფხულში გამოვა. მხატვრული ფილმი ვარსკვლავების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, მაგალითად – სიმბას როლს დონალდ გლოვერი შეასრულებს, მის მამას კი ჯეიმს ერლ ჯეიმსი განასახიერებს. ახალი „მეფე ლომის“ ავტორი ჯონ ფავრო გახდება.

შეგახსენებთ, რომ ფავროს ნამუშევრებს შორისაა, „რკინის კაცი“ და სერიალი „ოფისი“. და ბოლოს ერთ-ერთ მთავარ როლს ცნობილი შემსრულებელი ბიონსეც მოირგებს, რაც ნამუშევრის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები