რუსული მედიის ინფორმაციით, თვითგამოცხადებული დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ (DPR) ლიდერის, დენის პუშილინმა განაცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში ჩაჰბარდნენ, ტრიბუნალი მზადდება.
რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტის“ ცნობით, პუშილინმა განაცხადა, რომ დაკავებული უკრაინელი ჯარისკაცები ახლა დონეცკის „სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე იმყოფებიან.
„ადამიანებს, რომლებიც გაქცევას ცდილობენ, აშიშვლებენ, სცემენ და მარიუპოლში აბრუნებენ“ – „კადიროველებმა“ ოკუპირებულ რეგიონში პატრულირება დაიწყეს
მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ ბერდიანსკისა და ზაპოროჟიესკენ მიმავალი გზები მკაცრი კონტროლის ქვეშაა.
როგორც ცნობილია, მარიუპოლი გასულ კვირას რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა, როდესაც „აზოვსტალი“ მარიუპოლის დამცველების უკანასკნელმა ჯარისკაცებმა დატოვეს.
“სავარაუდოდ, განიხილება” – რუსეთის საგარეო “აზოვსტალის” მცველების რუს ტყვეებში გაცვლაზე