LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე ფიქრობს, რომ სააკაშვილი კლინიკაში დაზღვევის მიზნით გადაიყვანეს, რომ “თავის თავს რამე არ მოსწიოს”

90
მამუკა მდინარაძე

სააკაშვილს მოუწოდონ, ექიმებს დაუჯეროს და არც გადაყვანა, არც გადმოყვანა არ დასჭირდება, – ასე ეხმიანება ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნას, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ კლინიკაში გადაიყვანონ.

„თუ მართლა ვინმე გულწრფელად ფიქრობს და არა პოლიტიკური ინტერესის გამო, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, რომელიც დღეს არის პატიმრობაში და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მე ვფიქრობ, (შეიძლება ასე არ იყოს), დაზღვევის მიზნით, რომ მართლა თავის თავს რამე არ მოსწიოს ამ კაცმა, თუკი ვინმე მის ჯანმრთელობაზე მართლა ზრუნავს, უნდა მიუწოდონ, რონ ექიმის რეკომენდაციები დაიცვას და პრობლემა არ ექნება.

დანარჩენი მართლა არის ხელოვნურად შექმნილი პრობლემა, ევროპაში გადაყვანა კი არა, საქართველოში თუ დაუჯერებს, ყველაფერი იქნება კარგად, მე ასე მჯერა გულწრფელად, სხვა საფუძველი ჩემთვის არანაირ ინფორმაციას არ მოუცია, რომ სხვანაირად ვიფიქრო“, – განაცხადა მდინარაძემ.

დიაგნოზები კი არ მცირდება, არამედ ყოველდღე მატულობს და ამასთან გამკლავება ძალიან რთულია: ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g