LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარკვეული პირები ამბობენ, თითქოს მიხეილ სააკაშვილი კონტაქტური არ არის და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ეს სრული სიცრუეა: რატი ბრეგაძე

123
bregadze-fb

“სამწუხაროდ, ცალკეული პირები ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული პირები ცდილობენ, რეალობისგან განსხვავებული სურათი შექმნან, თითქოს მიხეილ სააკაშვილი კონტაქტური არ არის და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. იუსტიციის მინისტრის სიტყვებით, ეს სრული სიცრუეა.

„მაგალითისთვის შემიძლია, მოვიყვანო ისეთი შემთხვევა, როდესაც გარკვეული პირები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, თანაც, სამწუხაროდ, ამას აკეთებდნენ მტკიცებით ფორმაში. როდესაც მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეარხის მეშვეობით იხილა, რომ ის დამოუკიდებლად გადმოვიდა მანქანიდან და ასევე დამოუკიდებლად შევიდა კლინიკის ტერიტორიაზე.

ასევე, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვა, გარკვეული პირები ცდილობენ, რომ შექმნან რეალობისგან სრულიად განსხვავებული სურათი და ხელი შეუწყონ საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას. ამის ნათელი მაგალითია, როდესაც ერთ-ერთი ქალბატონი საუბრობდა იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის კონტაქტური, რაც არის სრული სიცრუე.

მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, რომ თავი შეიკავონ ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g