Vogue Australia-ს ნოემბრის გამოშვების ახალი გმირები კეიტ ბლანშეტი და კრის ჰემსვორტი არიან. როგორი მასშტაბურიც არ უნდა იყოს სუპერგმირების მონაწილეობით გადაღებული ბლოკპასტერი და რაც არ უნდა გრანდიოზული პროექტი გააკეთონ Marvel-მა და Warner Bros./DC-მ, Vogue-ს ეს უბრალოდ არ აინტერესებს. თუმცა, ახალი ფილმი Thor: Ragnarok გამონაკლისი აღმოჩნდა. ავსტრალიური Vogue-ს ყდა კეიტ ბლანშეტმა და კრის ჰემსვორტმა დაამშვენეს. ისინი ახალი „თორის“ ვარსკვლავენი არიან და თანაც ავსტრალიიდან.
კრისმა და ქეითმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. თორის როლის შემსრულებელი ამბობს, რომ მანამ, სანამ ოსკაროსან მსახიობს გაიცნობდა, ძალიან ღელავდა. „შეხვედრამდე ვფიქრობდი: „შეუძლებელია, ეს ხომ ქეით ბლანშეტია. რა თქმა უნდა ვღელავდი. როდესაც შემოვიდა, ვიფიქრე, კარგია, ის შესანიშნავია, ნორმალურია და უბრალოა, ჩვენ ერთმანეთს გავუგებთ. მას საოცარი იუმორის გრძნობა აქვს. “ – ამბობს კრისი.
ფილმი ეკრანებზე 3 ნოემბრიდან გამოდის.