დღეს მარიუპოლს “მოჩვენებების ქალაქს” უწოდებენ – უკრაინაში მიმდინარე ომს, მხოლოდ ამ ქალაქში 22 000 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
დაღუპულების შესახებ CNN-თან საუბარში მარიუპოლის მერის მრჩეველმა პიოტრ ანდრიუშენკომ განაცხადა.
“მარიუპოლი ახლა მოჩვენებათა ქალაქია”, – აღნიშნა მან.
მისივე განცხადებით, ეს რიცხვი ეფუძნება იმ ინფორმაციას, რომელსაც თავად და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები მარიუპოლში დარჩენილ ოფიციალური პირებისგან იღებდნენ.
ანდრიუშენკო ფიქრობს, რომ დაღუპულების რეალური რიცხვი შეიძლება ბევრად მეტი იყოს.
მარიუპოლის მერის მრჩეველი აცხადებს, რომ სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ მარიუპოლი ახლა შუა საუკუნეებს დაუბრუნდა.
ანდრიუშენკო ჰყვება, რომ ცხედრების ხელახალი დაკრძალვის პროცესი გართულდა, რადგან რუსები დაჟინებით ითხოვენ, ცხედრის ამოღების მსურველმა გადაიღოს ვიდეო, რომელშიც იტყვის, რომ ეს დაღუპული უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს.
მარიუპოლის მერის განცხადებით, ამ დროისთვის, ბლოკირებულ ქალაქში 100 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში