მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:00-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ერთი შეხედვით მართებული გადაწყვეტილება მომავალში სერიოზული უსიამოვნებებით დაგიბრუნდებათ.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ზედმეტი კრიტიკა და პრეტენზიების წაყენება, უმჯობესია სცადოთ კომპრომისების მოძიება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ძილის წინ გონების გადატვირთვას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხორცის და მოთუშული ბოსტნეულის კერძებით, თავი შეიკავეთ ზედმეტის სითხის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, ფილტვებს და ბრონქებს.
დღის ფერები და მინერალები – ცისფერი, ნარინჯისფერი, კრემისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე ტოპაზი, ამაზონიტი, აკვამარინი, გიაცინტი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთის, სასწორისა და ლომისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.