Samsung-მა ახალი გაჯეტი – Connect Tag გამოუშვა. მოწყობილობა მის მეპატრონეს ბევრ რამეში დაეხმარება, მაგალითად მას ბავშვებისა და შინაური ცხოველების მოძრაობის დაფიქსირებაც კი შეეძლება.
კომპაქტური აპარატი Wi-Fi-ს საშუალებით თქვენს ანდროიდ-მოწყობილობაზე ყველანაირ ინფორმაციას აგზავნის.
უფრო კომფორტული გამოყენებისთვის, Connect Tag-ს აქვს სამაგრი, რომლის დამაგრებაც ბავშვის ჩანთაზე შეგიძლიათ ან შინაურ ცხოველს ყელზე ჩამოკიდოთ. როგორც კი მოწყობილობა სახლის ზღურბლს გასცდება, ის მაშინვე ინთება.
გაჯეტის ფასის შესახებ ინფორმაცია არ ხმაურდება.