ნიკა გვარამიამ პირველი სატელეფონო ინტერვიუ ციხიდან ეკა კვესიტაძეს მისცა და საკუთარ თანამშრომლებს მიმართა.
„გიყურებდით და გულს მიჩუყებთ. ნურც შენ, ნურც ნანუკა, ნურც ბავშვები დღეს რომ მოვიდნენ, სამგლოვიარო სახეები მოხსენით“ – მიმართა თანამშრომლებს და ისაუბრა, როგორ გრძნობს თავს ციხეში:
„არ აღმოჩნდა რთული, დიდი ხანია გადახარშული მაქვს და მზაობა მაქვს. მიცნობთ თქვენ კარგად და ნამდვილად იცით, რომ როცა მორალური უპირატესობა მაქვს და თავს მართლად ვგრძნობ, მაშინ არ მიჭირს. ახლაც არ მიჭირს, რომ გითხრათ მიხარია აქ ყოფნა, ასე არ არის. ციხეა, ჩვეულებრივი ციხეა, ნორმალური ხალხით“ – ამბობს გვარამია სატელეფონო საუბარში.