ჩემი აზრით, ამ წუთას ღარიბაშვილს ძალიან ბევრი აქვს სათქმელი წარმატებების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ასევე, იმ გეგმის შესახებ, რომლითაც გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ ჩვენ რეალურად გვაქვს ყველა რესურსი საიმისოდ, რომ პირველი: მოვიპოვოთ წევრობის კანდიდატის სტატუსი და შემდეგ – რეალურად ვიქცეთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ“,- აღნიშნა სარჯველაძემ.
დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით, მთავრობის 4 წევრს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ.