ანალიტიკურმა სააგენტომ AppBrain გამოაქვეყნა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ანდროიდის სისტემაზე მომუშავე რომელი სმარტფონია ყველაზე პოპულარული მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში.
ინფორმაციის თანახმად, უმეტეს ადგილას Samsung ლიდერობს. ჩინური Huawei P8 Lite ყველაზე მოთხოვნადი პოლონეთშია, ხოლო ჩინეთში მოთხოვნების მხრივ Vivo ლიდერობს და ის პირველ და მეორე ადგილებს იკავებს, მესამეზე კი Xiaomi Redmi Note 4 იმყოფება. Samsung Galaxy S7 Edge კი ჩინური საუკეთესო ათეულის რეიტინგში მხოლოდ ერთ პოზიციას იკავებს, სამაგიეროს იაპონიაში Sony Xperia-ს სხვადასხვა მოდელები ათეულის სხვადასხვა ადგილებზე განთავსდნენ.