LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან სასარგებლო მწვანილი და ბოსტნეული

68
mwvanilii

როგორც იქნა დადგა გაზაფხული, როდესაც ბუნება თვითონ გვეხმარება სასურველი წონის მიღწევაში. ადამიანის წლიური ბიორიტმი ისეა მოწყობილი, რომ ჭარბი წონისაგან ყველაზე ადვილად სწორედ გაზაფხულობით ვთავისუფლდებით, ხოლო ახლად ამოსული ნორჩი მწვანილი და ბოსტნეული ძალიან სასარგებლო და იმდენად დაბალკალორიულია, რომ მათი მიღება შეიძლება რაოდენობის შეუზღუდავად. ორგანიზმი ბევრ ენერგიას ხარჯავს მწვანილისა და ბოსტნეულის მოსანელებლად. კალორიულობა კი ძალიან მცირეა. მაგ: 100 გრ კიტრში 15 კკალ, პომიდორში -20, ბოლოკში -16, სალათის ფურცლებში კი -11 და ა.შ. განვიხილოთ რამდენიმე სახეობის მწვანილი თუ ბოსტნეული თავისი სასარგებლო თვისებების მიხედვით.

ნიახური მდიდარია A, C, E ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, ცილოვანი და ბოჭკოვანი ნივთიერებებით. დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე და ნივთიერებათა ცვლაზე. ხახვი შეიცავს B1, B2, PP ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას, კაროტინს. რეკომენდებულია დიაბეტის, ავიტამინოზის, ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის დროს. კიტრი – A, C, B1, B2, PP ვიტამინებისა და მინერალური მარილების მატარებელია, ხელს უწყობს გულის, თირკმელების, ღვიძლის მოქმედებას.

კომბოსტო – C, B1, B2, P, PP ვიტამინებსა და კალიუმის მარილებს შეიცავს. ამაგრებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ხელს უშლის წყლულის წარმოქმნას. პომიდორი – მდიდარია C, B1, B2, P, K ვიტამინით, კაროტინით, ფოსფორით, კალიუმით. გამოიყენება ანემიის, გულსისხლძარღვთა დაავადების, გასტრიტის დროს. კარგი იქნება, თუ წელიწადის ამ დროს საგაზაფხულო სალათების დიეტაზე გადახვალთ. ეს დიეტა იმითაცაა კარგი, რომ სწრაფად მზადდება, ძირითადად უმად, ცოცხლად. ეს აუცილებელია ზამთრის შემდეგ ჩვენი გამოფიტული ორგანიზმისთვის.

შეგიძლიათ მიმართოთ მარტივ საგაზაფხულო დიეტას. მიიღეთ შეუზღუდავად მინერალური ან ჩვეულებრივი წყალი. დილით მიირთვით უშაქრო ყავა, ან მწვანე ჩაი ორცხობილასთან ან ერთ ნატეხ შოკოლადთან ერთად. დღის საათებში საგაზაფხულო სალათა. საღამოს 1 ჩ/ჭ რძე. ასეთი დიეტით შეიძლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაძლოთ. მთავარი ის არის, რომ შიმშილის გრძნობა არ შეგაწუხებთ. შედეგს კი რამდენიმე კვირაში მიიღებთ. დაიკლებთ 4-6 კგ–ს, გაგისუფთავდებათ და გაგილამაზდებათ კანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები