LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: „დედაჩემს არასდროს მოსწონდა ჩემი პოლიტიკოსობა. დაბადებიდან წუხს, რომ შარიანი ვარ…“

138
iago

იაგო ხვიჩია „სამზარეულოს ომების“ სპეციალურ გამოშვებაში მონაწილეობს: „მოვიწყინე პარლამენტში. მაინცდამაინც საინტერესო პროცესები არ მიმდინარეობს“, აღნიშნავს პარლამენტარი ჟურნალ „თბილისელების“ კითხვაზე, როგორ გადაწყვიტა კულინარიულ შოუში მონაწილეობაზე.

იაგო ასევე აღნიშნავს, რომ დედა მუდამ ნერვიულობდა, რადგან მისი შვილი ძალიან შარიანი იყო:

„დედაჩემი, მგონი, ჩემი დაბადებიდან წუხს, რომ შარიანი ვარ, მაგრამ მიმართლებს. ხელის მოტეხვა, ფეხისა და თავის გადატყავება, ფეხბურთის თამაშისას მყესების დაზიანება… ჩემი მოუსვენარი ხასიათის გამო ათასი ტრავმა მაქვს მიღებული. სულ შარში ვეხვეოდი ბავშვობაშიც  და დიდობაშიც. ძალიან ფათერაკიანი ვარ და ჩემი დღევანდელი პროფესიაც დიდი ფათერაკია დედაჩემისთვის. მას არასდროს მოსწონდა ჩემი პოლიტიკოსობა, მაგრამ როგორც ჩემს არჩევანს, ეგუება, თუმცა ძალიან ნერვიულობს. არ უნდა, მისი შვილი, მისი აზრით, სარისკო პროფესიაში იყოს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g