ორი მსხვილი კომპანიის, Google-ისა და Levi’s-ის კოლაბორაციით „ჭკვიანი“ ქურთუკი შეიქმნა. სიახლეს შეუძლია სმს-ების გაგზავნა, ნავიგაცია, ტელეფონზე მუსიკის მართვა და ა.შ. მას Commuter Trucker Jacket ჰქვია და გაყიდვაში 27 სექტემბრიდან გამოვიდა.
ქურთუკი „ჭკვიანი“ ქსოვილისგან, Jacquard-სგან არის შეკერილი, რომელიც ელექტროგადამცემ ძაფს შეიცავს. მისი სენსორული ნაწილი ინფორმაციას ჩიპს გადასცემს, ეს უკანასკნელი კი Bluetooth-ის მეპატრონის სმარტფონს უკავშირდება. ქურთუკის სახელოები შეხებასაც აღიქვამს.
ჭკვიანი ტანსაცმლის შეძენა ამ ეტაპზე აშშ-ის მასშტაბით იქნება შესაძლებელი, ხოლო 2 ოქტომბრიდან ის Levi’s-ის ონლაინ-მაღაზიაში გამოჩნდება და 350 დოლარი ეღირება.