გვენ სტეფანიმ და ბლეიკ შელტონმა, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია ერთად არიან, დუეტი წარმოადგინეს. სიმღერას „You Make It Feel Like Christmas“ ჰქვია და ის YouTube-ზე არის ხელმისაწვდომი.
სტეფანის ამავე სახელწოდების ალბომი გაყიდვაში ოქტომბერში გამოვა და ის რიგით მეოთხე სოლო ნამუშევარი იქნება მომღერლის შემოქმედებაში.
რაც შეეხება სტეფანისა და შელტონის რომანს, მათ ერთმანეთი ტელეშოუ „ახალი ხმის“ ფარგლებში გაიცნეს, ორივე მათგანი გადაცემის ჟიურის შემადგენლობაშია. ისინი ერთად 2015 წლიდან არიან და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად მიიჩნევა.