LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიალაბმა „იდეადრომის“ გამარჯვებული სტარტაპერები დააჯილდოვა

52
fortuna.ge (26)

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსის „იდეადრომის“ ორი გამარჯვებული გამოავლინა. Pharao და Skilltape, ესენი არიან კონკურსის გამარჯვებული სტარტაპერები, რომლებსაც გლობალურ ასპარეზზე გასასვლელად მედიალაბში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარებათ. ერთი კვირის მანძილზე სტარტაპ გუნდებმა გამოცდილ მენტორებთან ერთად, საკუთარი იდეების დახვეწასა და განვითარებაზე, მათ შორის სტარტაპიდეის ვალიდაციაზე, გუნდის მართვაზე, სტრატეგიებზე, პროტოტიპირებასა და პროდუქტის ტესტირებაზე იმუშავეს.

პრაქტიკულ ტრენინგებზე მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ კონკურსანტებს შესაძლებლობა მისცა იდეები რეალურ პროდუქტებად ექციათ. კონკურსის ფარგლებში, სტარტაპერებმა ციფრულ სივრცეში კომუნიკაციის გამარტივებაზე, საგანმანათლებლო გეიმინგზე, ყალბი ინფორმაციისგან თავის დაცვის მექანიზმებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით მუშაობდნენ.

გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის (GISA) აღმასრულებელი დირექტორი და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) კონსულტანტი გიორგი იაშვილი, ასევე საქართველოში Startup Grind-ის თანახელმძღვანელი და კორნელის გუნდის წევრი გიორგი ტუხაშვილი და მედიააკადემიის ხელმძღვანელი შორენა შავერდაშვილი იყვნენ.

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეოთხედ ჩაატარა. კონკურსის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია. ეს არის კონკურსი სტარტაპერებისთვის, სტარტაპიდეიდან რეალურ შესაძლებლობამდე. მედიალაბის მიზანი პოტენციური სტარტაპერებისა და სტარტაპიდეების აღმოჩენა და მათი რეალობად ქცევის ხელშეწყობაა – “იდეადრომის” წინა სამი კონკურსის მონაწილე გუნდები წარმატებით აგრძელებენ საკუთარ სტარტაპებზე მუშაობას და მედიალაბთან თანამშრომლობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g