LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი ღონისძიებას ქართველი დიზაინერის კაბაში დაესწრო (ფოტო)

121

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი ყვითელი ამბების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟები ყოველდღიურად არიან. ვარსკვლავების ნებისმიერი გამოჩენა საზოგადოებაში ახალ ამბებს უდევს სათავეს.

ამ დღეებში ისინი NBC-ის შოუს, World of Dance-ის წვეულებას დაესწრნენ. სპეციალურად ამ დღისთვის მომღერალმა ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას ელეგანტური კაბა შეარჩია, რომელსაც „ჯუზეპე ზანოტის“ შავი ღია ფეხსაცმელი მოუხდინა. ალექსმა უპირატესობა კვლავ კლასიკურ სტილს მიანიჭა.

შოუს შემდეგ ვარსკვლავები რესტორანში გაეშურნენ, სადაც მათ ჩასაფრებული პაპარაცები ელოდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ლოპესი და როდრიგესი ერთმანეთს დაახლოებით ექვსი თვეა ხვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები