LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლანეტის ნახევარზე მეტს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს

41

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც ცნობილი გახდა, რომ პლანეტის მოსახლეობის 52% ინტერნეტით ვერ სარგებლობს. მათი მონაცემებით, დიდია იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც წარმოდგენაც არ აქვს, რა შესაძლებლობები აქვს ინტერნეტს. საშუალო მაჩვენებლით კი, თუ პლანეტის მოსახლეობა 7,6 მილიარდ ადამიანს შეადგენს, ქსელთან წვდომა მხოლოდ 3,58 მილიარდ ადამიანს აქვს.

გაეროსვე მონაცემებით, ყველაზე მეტი ადამიანი, ვინც ინტერნეტით ვერ სარგებლობს, აზიის ქვეყნებში ცხოვრობს – მათი საერთო რიცხვი 62%-ია, რაც შეეხება აფრიკას, აქ უინტერნეტოთა რიცხვი 18%-ს შეადგენს.

ასევე სტატისტიკის ცნობით, ქალები ინტერნეტით გაცილებით ცოტას სარგებლობენ, ვიდრე მამაკაცები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები