ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის რომანი ნახევარი წელია გრძელდება და როგორც ჩანს, ვარსკვლავები ერთმანეთს არაჩვეულებრივად ეწყობიან. როდრიგესი მას მსოფლიოში საუკეთესო ქალს უწოდებს, ლოპესი კი აღიარებს, რომ ამ ურთიერთობამ უკეთესობისკენ შეცვალა.
ცნობილი ხდება, რომ წყვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა. ამისათვის ისინი უკვე ეძებენ საცხოვრებელს მანჰეტენზე, რომელიც მათთვის და მათი შვილებისთვის იქნება განკუთვნილი. ნიუ-იორკში ჯენიფერი სერიალ „ლურჯის ელფერის“ გადაღებებში მონაწილეობს, ამიტომ ამ ქალაქში ცხოვრება მისთვის მნიშვნელოვანია. ალექსს კი სურს, მუდმივად მის გვერდით იყოს.