LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიკე და შაკირა დაშორდნენ: მიზეზი ღალატია

101
Capture

El Periodico წერს, რომ პოპმომღერალმა შაკირამ შეიტყო, რომ „ბარსელონას“ მცველი მას ღალატობს. პიკე უკვე რამდენიმე კვირაა მარტო ცხოვრობს თავის ძველ ბინაში.

ფეხბურთელი თურმე ხშირად დადის ღამის კლუბებში Bling Bling და Patron თანაგუნდელ რიკარდო პუჩთან ერთად. ორივე კლუბში პიკე „სხვა ქალბატონების თანხლებით“ შეამჩნიეს.

აღნიშნავენ, რომ პიკე კლუბებში ღამის 2-3 საათამდე იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დილით ვარჯიში ჰქონდა.

პიკე და შაკირა 2011 წლიდან არიან ერთად, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან. მათ ორი შვილი ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები