10 სექტემბერს, ატლანტიკ-სიტიში სილამაზის კონკურსი „მის ამერიკა 2018“ გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც 23 წლის კარა მუნდი გახდა. გოგონა ჩრდილოეთ დაკოტადან არის და ცნობილია, რომ ჟიური მან საკუთარი ცეკვით მოხიბლა. ტრადიციისამებრ, კარას საპატიო გვირგვინი წინა წლის გამარჯვებულმა, სეივი შილდსმა გადასცა.
აღსანიშნავია, რომ კარა ჩრდილოეთ დაკოტას პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ეს ტიტული კონკურსის 100 წლიანი არსებობის მანძილზე მიიღო.
„არც ვფიქრობდი, რომ საუკეთესო ათეულამდე მივაღწევდი. ერთი დასკვნის გაკეთება შემიძლია: არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხართ, თუ რამეზე ოცნებობთ, აუცილებლად გამოგივათ“, – განაცხადა კარამ.