ტანსაცმლის ქსოვილის გაწმენდა ხშირად, საკმაოდ დიდ თავის ტკივილთან არის დაკავშირებული. თუმცა კომპანია Bosch-მა ამ პრობლემის მოგვარება მარტივად გადაწყვიტა: მან შექმნა სკანერი, რომელიც ქსოვილის ხარისხსა და მისი დაბინძურების დონეს განსაზღვრავს. შედეგი თითქმის 100%-იანია, ამასთან, ამ პროცედურების დადგენა რამდენიმე წამის განმავლობაში არის შესაძლებელი.
სკანერს X-Spect ჰქვია და მას შეუძლია სარეცხის მანქანას „მისცეს“ მითითება, რომელი პროგრამით აჯობებს ტანსაცმლის გარეცხვა. ამ ყველაფერში გათვალისწინებულია წყლის ტემპერატურა, რეცხვის დრო და ბრუნვის გამეორებაც კი.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გამოვა სკანერი გაყიდვაში.
