LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ: თეა წულუკიანი

269
BeFunky-collage (12)

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი რეჟისორ თემურ ჩხეიძის გარდაცვალებას ეხმაურება.

„დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ. ბოლო დღეებში, იმედით შევყურებდით განგებას და გვჯეროდა, რომ ეს არ მოხდებოდა. განუზომელია დანაკლისი, ამის შესახებ ბევრი ითქმება და დაიწერება.

ჩემი ვალია, გითხრათ მადლობა, ბატონო თემურ. მეგზურობისთვისღიმილისათვის, რჩევისა და დახმარებისათვის! ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული. ვიზიარებ ქალბატონი ნანისა და დიდი, სახელოვანი ოჯახის ამ დიდ მწუხარებას! გისამძიმრებთ ყველას“,- აღნიშნულია თეა წულუკიანის ფეისბუქ პოსტში.

რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g