უახლოეს დღეებში რუსეთის საოკუპაციო არმია შეეცდება მიწასთან გაასწოროს ლუგანსკის რეგიონი. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
“უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნახევარი გაასუფთავეს რუსებისგან. კადიროველებიც კი, უკვე წერენ მიმართვას, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ისინი კონტროლს უახლოეს მომავალში დაიბრუნებენ. მეთაურისგან რუსულმა არმიამ ორი დავალება მიიღო – 10 ივნისამდე დაეპყრო სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილი. ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში მათი ყველა რეზერვი, მთელი აღჭურვილობა, სწორედ ამ ორ დავალებაზე იქნება გადასროლილი“ – თქვა გაიდაიმ.