LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიმ კუკს iPhone 8 უკვე აქვს (ფოტო)

79

ტიმ კუკმა ”ტვიტერზე” განათავსა ფოტო, რომელიც Apple-ის ერთ-ერთ ქარხანაშია გადაღებული. ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ინტერნეტ მომხმარებლება მიიჩნიეს, რომ კორპორაციის დირექტორს ჯიბეში iPhone 8 უდევს.

მიუხედავად ამისა, სურათით შეუძლებელია სმარტფონის დეტალების გაგება, ჩანს მხოლოდ მოწყობილობის მართკუთხა ფორმა და მისი მიახლოებითი ზომები.

შეგახსენებთ, რომ iPhone 8-ის პრეზენტაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე შედგება. უკვე ცნობილია, რომ მოწყობილობას არა თითის, არამედ სახის ამომცნობი სკანერი ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები