LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავააქტიურეთ მუშაობა მიზნობრივ ბაზრებზე, ხელი შევუწყვეთ ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას, შედეგად მივიღეთ ტურიზმის ზრდის დაჩქარებული დინამიკა – ქვრივიშვილი

54
285733153_316387450682247_2063522098837819512_n

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მაისის თვეში ტურისტული ვიზიტები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 62.3%-ით აღდგა.

მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს მაჩვენებელი იმის მაგალითია, რომ საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის ადმინისტრაცია ტურიზმის სექტორის აღდგენის სწორი სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით მუშაობს.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, გავააქტიურეთ მუშაობა მიზნობრივ ბაზრებზე და ხელი შევუწყვეთ ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას ავიაბაზარზე. შედეგად, მივიღეთ ტურიზმის ზრდის უფრო დაჩქარებული დინამიკა, რაც დადებითად აისახება როგორც ეკონომიკაში შემოსულობებზე, ასევე ახალ სამუშაო ადგილებზე. ამდენად, მოხარული ვართ, რომ საქართველოში ტურიზმის სექტორის აღდგენა დიდი წარმატებით მიმდინარეობს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის მაისში საქართველოში 359,238 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. ზრდამ 2021 წლის მაისის თვესთან შედარებით 228.5% შეადგინა, ხოლო მაისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 264,327 შეადგინა, რაც 173.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის აპრილის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 62.3%-ითაა აღდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g