მულტფილმ ”საზიზღარი მე 3”-ის მსოფლიო კინოგაქირავების შედეგად შემოსავალმა 920 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ გზით კი ის 2017 წლის სამ ყველაზე ცნობილ კინოპროექტში შევიდა, შესაბამისად აქვს ყველანაირი შანსი, რომ მილიარდერების ელიტურ კლუბშიც მოხვდეს.
რაც შეეხება გასული კვირის მონაცემებს, ამერიკული კინოგაქირავების პირველ ადგილზე ”ანაბელის წყევლა: დასაწყისი” 35 მილიონი დოლარით იმყოფება, მეორე ადგილს ”დიუნკერკი” იკავებს 11,4 მილიონით, ხოლო სამეულს მულტფილმი ”The Nut Job 2” ხურავს 8,9 მილიონით.