LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანლუკა ვაკის ქონება ბანკმა დაუყადაღა

81

ივნისის ბოლოს ჯანლუკა ვაკი მეუღლეს დაშორდა, ამჯერად კი მას საკუთარ მილიონებთანაც მოუწევს დაშორება: 50 წლის მილიონერის ქონებას ყადაღა დაადო იტალიურმა ბანკმა BPM, რადგან მოცეკვავე მილიონერს გადასახადებისგან თავის არიდებაში ედება ბრალი.

როგორც გაირკვა, უძრავი ქონების ნაწილი, ვაკიმ კრედიტით შეიძინა, ამ ეტაპზე კი მისი ვალი 10 მილიონ ევროს შეადგენს, რისთვისაც მას ბანკმა რამდენიმე სახლი, იახტები და გოლფ-კლუბის წილი დაუყადაღა.

როგორც გაირკვა, ვაკის მილიონები მემკვიდრეობით ოჯახური ბიზნესიდან Industria Macchine Automatiche (IMA) გადაეცა, რომელიც ყავის, ჩაის, წამლებისა და აპარატების შესაფუთებს აწარმოებს. ამასთან, ბიზნესში უშუალოდ ჯანლუკა რეალურ ფუნქციებს არ ასრულებს. როგორც თავად ამბობს, წელიწადში 5 მილიონ ევროს იმაში იღებს, რომ ”არაფერში ერევა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები