48 წლის ასაკში ჯენიფერ ლოპესი შეუდარებლად გამოიყურება. ვარსკვლავი წლიდან წლამდე სულ უფრო იდეალურ ფორმაში დგება და ეს ყველასთვის თვალშისაცემია. მომღერლის პირადმა მწვრთნელმა სოციალურ ქსელში ლოპესის ვარჯიშის ამსხველი ვიდეო გაავრცელა, სადაც ის თეძოების ვარჯიშებს ასრულებს.
ცნობილია, რომ ლოპესს სპორდარბაზში სიარული დიდად არ ხიბლავს, თუმცა კვირაში რამდენჯერმე მაინც ვარჯიშობს.
„ვარჯიში მარტივი არ არის. ვერ ვიტან, როდესაც სპორტით ვარ დაკავებული, მაგრამ ვვარჯიშობ, რადგან შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ“ – აღიარა ერთ-ერთ ინტერვიუში ლოპესმა.
A post shared by David Kirsch (@davidkirsch) on