LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვატო წერეთელი: „მინდა ვუთხრა ირაკლი კობახიძეს, შეეშვას ჩვენს გარდაცვლილ მეგობარზე ფეხების შეწმენდას”

320
BeFunky-collage (12)

„მინდა ვუთხრა ირაკლი კობახიძეს, შეეშვას ჩვენს გარდაცვლილ მეგობარზე ფეხების შეწმენდას”, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ დირექტორმა ვატო წერეთელმა განაცხადა, რითაც გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებთ, „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინ ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ძალიან დიდი დრო დაეთმო მედიას, მედიაგარემოს. ჩვენი კოლეგა ლექსო ლაშქარავას სახელი გაისმა, ნიკა გვარამიას სახელი, „5 ივლისი”, რომელიც ამ ხელისუფლებამ დაგეგმა, დღეს არ არის არავინ დასჯილი, არც დამკვეთი, არც შემსრულებელი.

მინდა ვუთხრა ირაკლი კობახიძეს, შეეშვას ჩვენს გარდაცვლილ მეგობარზე ფეხების შეწმენდას. ეს სიბინძურე რასაც შენ შვრები, არ გაგივა. „5 ივლისი” და მედიაგარემო, ეს არის თქვენი განაჩენი. თქვენი და ბიძინა ივანიშვილის განაჩენი”, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g