დედაქალაქის მერი და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს და მადლობას უხდის სიხარულისთვის.
“გილოცავთ! ერთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში მორიგი წარმატება ჩვენია! 0:3 – საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში აშკარა უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება. მადლობა ბიჭებო ამ სიხარულისთვის!” – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს ნაკრებმა მაკედონია 3:0 დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზეა