„იმედის“ ჟურნალისტი მანჩი გაბელია, რომელიც მცირე ხნის წინ უკრაინაში იმყოფებოდა გადაღებებზე, დაინიშნა. მისი რჩეული მისივე კოლეგაა ტელეკომპანია „იმედიდან“ -ჟურნალისტი სანდრო გამსახურდია, რომელმაც საყვარელ ქალს ხელი ერთ-ერთ ბარში ყოფნისას მოულოდნელად სთხოვა. მანჩიმ, როგორც მისი ერთ-ერთი მეგობარი, ნინი გოგოლაძე წერს: „ომი გამოიარა და მშვიდობის დროს თქვა თანხმობა…“
ვიდეოს სოციალურ ქსელში წყვილის ოჯახის წევრები და მეგობრები დიდი სიხარულით აზიარებენ. „ფორტუნა“ უერთდება მილოცვებს და მანჩისა და სანდროს დიდ ბედნიერებას უსურვებს.
ვიდეო დამკვრელი
Media error: Format(s) not supported or source(s) not found
გადმოწერეთ ფაილი: https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2022/06/manchi-gabelia-2022-06-10_13-27-55_653675.mp4?_=5