ჩინურმა კომპანია Cubot-მა სმარტფონ Cubot Note Plus-ის გამოსვლა დააანონსა, რომელიც გაყიდვაში მომდევნო თვეში გამოვა.
სიახლის განსაკუთრებული უპირატესობა 16 მეგაპიქსელიანი წინა კამერაა, რომელიც ცუდი გარემოს განათებაშიც კი იდეალური სელფის გადაღების საშუალებას მოგცემთ.
რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, სმარტფონი 5,2 დიუიმიან FullHD დისპლეის მიიღებს, 3 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 32 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება ექნება.
სმარტფონი პრეზენტაცია კი აგვისტოს შუა რიცხვებში იგეგმება.
