LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქოლერით და სხვა ინფექციური დაავადებებით მარიუპოლში წლის ბოლომდე, შეიძლება, 10 ათასი ადამიანი დაიღუპოს: ქალაქის მერი

79
Untitled design

“მიმდინარე წლის ბოლომდე, ქოლერისა და სხვა დაავადებებისგან მარიუპოლში, შესაძლოა, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპოს”, – უკრაინის ქალაქში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე მარიუპოლის მერი – ვადიმ ბოიჩენკო საუბრობს. 

ოკუპირებულ მარიუპოლში ქოლერას ეპიდემიის პირველი ფაზა, ფაქტობრივად, დაიწყო, წესდება საკარანტინო რეჟიმი: მარიუპოლის მერის მრჩევლი

მისი თქმით, ქალაქში ეპიდემიური მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, საგანგაშო პროგნოზის საფუძველი კი წყლის დეფიციტი, სიცხე და სანიტარული ნორმების არარსებობაა.

“მთელს ქალაქში ცხედრებს მასობრივად კრძალავენ, არის წყლის დეფიციტი და ტემპერატურა სულ უფრო იმატებს. შედეგად, ფიქსირდება ინფექციური დაავადებების მასობრივი ზრდა.

დიზენტერიამ, ქოლერამ და სხვა საშიშმა ინფექციურმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს მარიუპოლის დაახლოებით 10 ათასი მოსახლის სიკვდილი წლის ბოლომდე. ჩვენი ექიმები დღეს ამაზე საუბრობენ და ამას ბრიტანული დაზვერვაც ადასტურებს”, – განაცხადა ბოიჩენკომ.

მან მოუწოდა წითელი ჯვრის საერთაშორისო მისიებს და გაეროს – სანამ ძალიან გვიან არ იქნება, გაერთიანდნენ და მოაწყონ მწვანე დერეფნები ქალაქიდან მოქალაქეების მასობრივი ევაკუაციის დასაწყებად.

ბოიჩენკოს თქმითვე, მარიუპოლში 100 000-ზე მეტი მოსახლე რჩება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვითარება მარიუპოლში კატასტროფულია, უკვე რამდენიმე თვეა, ქალაქი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე რჩება.

მარიუპოლში თითქმის ყველა დანგრეული შენობის ქვეშ 100-მდე ცხედარია, ოკუპანტებს ცხედრები ნანგრევებთან ერთად გააქვთ: მარიუპოლის მერი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g