„გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების – ვიტალი ორბელაძის, ტელმან (ტატო) ბიგვავას, რატი შურღაიას, გიორგი გრიგოლიას, კირილე შანავას და დანიელ გერლიანის გარდაცვალების გამო“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სამძიმრის წერილშია აღნიშნული.
„აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა“, – წერია სამძიმრის წერილში.