კომპანია Huawei-მ თავისი „ჭკვიანი“ საათი Watch 2 ჯერ კიდევ თებერვალში წარმოადგინა. მოგვიანებით მან ახალი ვერსია Porsche Design დააანონსა, რომლის გაყიდვებმაც სტარტი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში ამ დღეებში აიღო.
საათს Porsche-ს საფირმო ციფერბლატი აქვს და გულისცემის რიტმსა და აქტიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ სხეულში ჟანგბადის დონეს განსაზღვრავს. საათს მტვრისგან და წყლისგან დამცავი ფუნქციაც აქვს.
უფრო კონკრეტულ ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, სიახლეს 1,2 დიუიმიანი AMOLED-დისპლეი აქვს, Gorilla Glass 3-ის ეკრანი, 4 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება, Wi-Fi, Bluetooth, მიკროფონი და დინამიკი აქვს.
