LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის 110-ე დღე უკრაინაში – ოკუპანტებმა ხარკოვში აკრძალული ბომბები გამოიყენეს

100
ომი უკრაინაში

უკრაინაში მიმდინარე ომის 110-ე დღეა. რუსებმა საჰაერო იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე, დარტყმის ტალღამ დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები, არიან დაჭრილები.

გვიან ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაივის დასახლებებშიც.

რუსული ჯარები იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სლავიანსკის მიმართულებით წინსვლას ცდილობენ და გარკვეული პროგრესი აქვთ, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ამერიკის ომის კვლევების ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, “ამნესტი ინტერნეიშენალის” ცნობით, რუსებმა სამხედროებმა ხარკოვში აკრძალული კასეტური ბომბები გამოიყენეს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი იერიში განახორციელეს ოკუპანტების კონცენტრაციის უბანზე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, რის შედეგადაც რუსულმა მხარემ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა, განადგურებულია 22 რუსი სამხედრო, სამი ტანკი და ორი ქვეითი საბრძოლო მანქანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g