LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგულავა: უჩა მამაცაშვილი 150 000 ლარს ითხოვს ღირსების შელახვისთვის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მისი ღირსება 1 ლარიც არ ღირს

281
უგულავა და მამაცაშვილი

„მე მოვედი იმისთვის, რომ სოლიდარობა და თანადგომა გამოვუცხადო „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წარმომადგენლებს – უჩა მამაცაშვილი 150 000 ლარს ითხოვს ღირსების შელახვისთვის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მისი ღირსება 1 ლარიც არ ღირს“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, უჩა მამაცაშვილს ცალკე არანაირი ღირებულება არ აქვს და არაფერს წარმოადგენს და არც წარმოადგენდა, გარდა იმისა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი და მისი შავი საქმეების ერთ-ერთი საფულეა.

„ის აფინანსებს ყველა იმ შავბნელ საქმეს, რასაც ღიად ჩვენი ქველმოქმედი და მეცენატი, მამა-მარჩენალი არ აკეთებს. სწორედ ამიტომ მოხვდა მას გულზე. გარდა „ქოლ-ცენტრების“ საკითხისა, შეგვიძლია მოვიკითხოთ, რა ხდება ფოთის ინდუსტრიულ ზონაში და აღმოვაჩენთ, რომ იქაც ძალიან მძლავრად არის ბატონი უჩა მამაცაშვილი წარმოდგენილი.

ასევე, მინდა მოიკითხოთ უჩა მამაცაშვილი ახლა სად ბრძანდება და აღმოაჩენთ, რომ მთელი ეს პერიოდი ბატონი მამაცაშვილი იყო რუსეთში და როგორც ჩანს, აქაც ივანიშვილის ერთ-ერთ მოკავშირეს წარმოადგენს. იმის მაგივრად, რომ სანქცია დაედოს, ეს ადამიანი აქეთ შეტევაზეა.

დააკვირდით ივანიშვილის ტაქტიკას, გარდა იმ ცნობილი დაჭერებისა, არის კიდევ ერთი ვერაგული მეთოდი, რომელიც მათ დაგეგმეს – აქ ბევრი აქტივისტია, რომელიც რეჟიმს ეწინააღმდეგება და აღმოაჩენთ, რომ მათზე 10 ათასობით უკანონო ჯარიმა აქვთ დაკისრებული – ეს არის მეთოდი, რომ ადამიანები მოახრჩონ ფინანსურად და ააღებინონ ბრძოლაზე ხელი. სწორედ ეს მეთოდია ახლა რასაც აკეთებს მამაცაშვილი, როცა 150 ათას ლარს ითხოვს მისი ღირსების შელახვისთვის და მინდა გითხრათ, რომ მისი ღირსება 1 ლარიც არ ღირს.“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო, უჩა მამაცაშვილის მიერ „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g