LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე რიჟვაძე: საქართველო და ქართველი ხალხი უპირობოდ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ჯერი ევროკავშირზეა

35
BeFunky-collage (1)

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან და რეზოლუციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გამომდინარე იმ რეფორმების ტემპიდან, თავისუფლებიდან, დემოკრატიის ხარისხიდან, პირველი, ვინც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს გახლავთ საქართველო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას ისაუბრა.

„პირველი, ვინც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო – საქართველო. გამომდინარე იმ რეფორმების ტემპიდან, თავისუფლებიდან, დემოკრატიის ხარისხიდან, რომელსაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ, საქართველო და ქართველი ხალხი უპირობოდ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ჯერი ევროკავშირზეა. ჩვენი მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას ამ საპატიო სტატუსის მისაღებად.

იმედი მაქვს, რომ ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირის წარმომადგენლებს ეყოფათ პოლიტიკური ნება საქართველოს დაუფასონ ის რეფორმები და ის დემოკრატიის ხარისხი, რაც გამოიხატება მათ პოლიტიკურ ჟესტში. შემდეგ, უკვე დაიწყება კიდევ უფრო გრძელი, მაგრამ საინტერესო გზა, რომელიც მიგვიყვანს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

გამოდიან და ამბობენ, თუ სტატუსს არ მივღებთ ეს იქნება მთავრობის პასუხისმგებლობა – არავითარ შემთხვევაში, მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა: ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g