მსახიობი მიშა გომიაშვილი პირად ცხოვრებაზე საუბრობს და ზუსტად ვერ იხსენებს რამდენჯერ იყო ოფიციალურ ქორწინებაში.
“სახლებს ვაშენებდი და მერე გზადაგზა ცოლებს ვუტოვებდი, ჰობი მაქვს ასეთი, ვიღაცა მარკებს აგროვებს, ვიღაცა მანქანებს… მე სახლები მიყვარს, დავუტოვო ცოლებს. სხვათაშორის, არცთუ ისე ბევრი ცოლი მყავდა, ვიცი ხალხი, ვისაც ჩემზე ბევრი ცოლი ჰყავდა. ოფიციალურად, ოთხი ცოლი მყავდა. ყოფილა, ორი-სამი წელი მიცხოვრია ქალთან და ვამბობდი, რომ ის ცოლია. დღევანდელ დღეს რომ ყოფილიყო ეს ამბავი, თავისუფლად, წყნარად ვიტყოდი, რომ ეს ჩემი საყვარელია. ეს ის პერიოდია, როდესაც ქალზე ამას ვერ იტყოდი, ძალიან შეიცვალა დრო… სტატუსი უნდა ყოფლიყო ცოლის, ქალს უფრო უფრთხილდებოდი და ამიტომ მიწევდა ამის თქმა, თორემ ოფიციალურად ჯვრისწერა და ხელმოწერა მქონდა-ოთხი. მოიცა, არ მახსოვს, ან სამი, ან ოთხი ხელმოწერა. ყველაზე დიდი ხანი, უკვე მეთერთმეტე წელია, ქეთისთან ვარ, ბოლო გაჩერებაა, მომატეხა ფრთები, რომ ვეღარ ავფრინდე და მეც ამას დიდი სიამოვნებით ვღებულობ”, – განაცხადა მსახიობმა “ფორმულას” გადაცემაში “ყვითელი ყუთი”.