კანადაში ერთი თახვის გამო ათასობით ადამიანი ინტერნეტის, ელექტროენერგიის და ყველანაირი კავშირის გარეშე დარჩა, თანაც მთელი 8 საათის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას CTV News ავრცელებს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, თახვმა გაღრღნა ხე, რომელიც წაიქცა და ყველა სადენი დააზიანა. ამას მოყვა ხანძარი და კიდევ უფრო მეტი სადენის დაზიანება. თანაც ეს ადგილი ჭაობთან ახლოსაა და მეხანძრეები ახლოს მისვლასაც ვერ ახერხებდნენ.
ელექტროენერგიის არ ქონის გამო მოსახლეობას პროდუქტის შეძენაც არ შეეძლო, რამაც შექმნილი დისკომფორტი კიდევ უფრო გაზარდა.
ქალაქები ნორმალურ ცხოვრებას მხოლოდ 8 საათის შემდეგ დაუბრუნდნენ.