მაღაზია „Mango” მომხმარებელს ფასდაკლების აქციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, სეზონური ფასდაკლება 50%-ს შეადგენს და მასში შედის როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ტანისამოსი.
მენეჯერის თქმით, ივლისის დასაწყისში ფასდაკლება კვლავ გაგრძელდება და მან შესაძლოა 70%-ი შეადგინოს.
”Mango” ესპანური ბრენდია, მაღაზიას საქართველოში ამჟამად ორი ფილიალი აქვს: ”თბილისი მოლსა” და სავაჭრო ცენტრ ”ისთ ფოინთში”.