კეტი პერიმ, ფარემ უილიამსმა, კელვინ ჰარისმა და ბიგ შონმა სიმღერაზე „Feels“ გადაღებული კლიპი წარმოადგინეს. ვიდეოს რეჟისორი ემილ ნავაა და ის ჰარისის ახალ ალბომში „Funk Wav Bounces vol. 1“ შევა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ზემოთხსენებული ვარსკვლავები საქველმოქმედო კონცერტში One Love Manchester მონაწილეობდნენ, საიდანაც მთელი შემოსული თანხა (13 მილიონი) მანჩესტერის ტერაქტის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდათ.