LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვებრძოლოთ ტელეფონზე დამოკიდებულებას – სპეციალისტის ეფექტური რჩევა

458

იმისათვის, რომ ტელეფონდამოკიდებულებისგან განიკურნოთ, როგორც აღმოჩნდა, საკმარისია, სმარტფონში გარკვეული მონაცემები შეცვალოთ. ასეთი დასკვნა Google-ის ყოფილმა დიზაინერმა, ტრისტან ჰარისმა გააკეთა. მისი აზრით, საკმარისია სმარტფონზე მკვეთრი და ნათელი ფერები მუქი ტონალობებით ჩავანაცვლოთ. ჰარისი თვლის, რომ დროა კაცობრიობა კვლავ შავ-თეთრი ტელევიზორების რეჟიმზე გადავიდეს, რადგან ტექნიკისადმი დამოკიდებულება საკმაოდ დიდია.

ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჰარისი ამსხვრევს მითს იმის შესახებ, რომ გაჯეტები სრულიად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, არ იწვევს დამოკიდებულებას და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენ დროს გავატარებთ მასთან. მისი მტკიცებით, მსხვილი ტექნოგიგანტების ინჟინერებმა კარგად იციან, როგორ მოახდინონ ზემოქმედება ადამიანზე. ამის მაგალითად მას თითოეული ჩვენგანის ჩვევა მოჰყავს, როდესაც გამუდმებით ვამოწმებთ შემომავალ ზარებს, მოკლე ტექტურ შეტყობინებებსა და ნოტიფიკაციებს.

ჰარისი გვირჩევს, ნაცრისფერის ტონალობის ფუნქციაზე გადავიყვანოთ სმარტფონი და ახალი ცხოვრებით მხოლოდ ამის შემდეგ დავტკბეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები