LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში 3 ახალგაზრდა დაჭრეს – რას ამბობენ თვითმხილველები?

93
dacgrarustavshi

რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში 3 ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა მე-12 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, რამდენიმე მამაკაცი ერთმანეთს თავდაპირველად სიტყვიერად დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი კამათი ჯგუფურ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შედეგად სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაშავებულები კლინიკა “რუსთავში”გადაიყვანეს.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

“ფორტუნა” მომხდარის დეტალებს არკვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები