LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიომ ოკეანის დაცვის კამპანია წამოიწყო

120

ლეონარდო დიკაპრიო აქტიურად განაგრძობს ბუნების დაცვისთვის ბრძოლას. ამჯერად მსახიობი მისივე ფონდისა და კომპანია Represent-ის აქციას შეუერთდა.

დიკაპრიომ ნებისმიერ მსურველს მისი ფონდის მიერ წარმოებული ლიმიტირებული კოლექციიდან მაისურის შეძენა სთხოვა. გაყიდვებიდან შემოსული თანხები კი დაბინძურებული ოკეანეების გაწმენდის საკითხს მოხმარდება.

„დავიცვათ ჩვენი ოკეანეები. შეიძინეთ მაისური ან სპორტული მოსასხამი და იყავით ქველმოქმედი“, – დაწერა მსახიობმა.

ერთი მაისურის ღირებულება 30, ხოლო სპორტული მოსასხამის ფასი – 45 დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები