LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალიურანდი: ბუნებრივია, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, მმართველ პარტიას, რადგან ისინი არიან ხელისუფლებაში და აქვთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა

64
მარინა კალიურანდი

„ბუნებრივია, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, მმართველ პარტიას, რადგან ისინი არიან ხელისუფლებაში და აქვთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, მაგრამ მმართველ პარტიას არ შეუძლია სასწაულებს მოხდენა, თუ არ არსებობს რეალური თანამშრომლობის სურვილი და გაწყობა პარლამენტში“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ გადაწყვიტა თავის დროზე არ შესულიყო პარლამენტში, შემდეგ ხელი არ მოეწერა შარლ მიშელის შეთანხმებისთვის.

„100 დღის შემდეგ ამის გაკეთება ძალიან გვიანი იყო. მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა და მათ შეაფერხეს საქართველოს ევროპული ასპირაცია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძირითადი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდზეა, მაგრამ ოპოზიციამ ასევე სარკეში უნდა ჩაიხედოს და დაიწყოს კონსტრუქციული თანამშრომლობა. ხალხი პარლამენტის ყველა წევრისგან ამას ელოდება.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს, აქ ისევ პირველ პუნქტს უნდა დავუბრუნდეთ. შეწყვიტეთ პოლარიზაცია, გაერთიანდით, იმსჯელეთ საქართველოს მომავალზე, დააყენეთ თქვენი ხალხის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე წინ და დაიწყეთ თანამშრომლობა. ერთმანეთის დადანაშაულებით საქართველო არ ხდება უფრო უკეთესი, უფრო მდიდარი და ქართველი ხალხი უფრო ბედნიერი. ერთმანეთის დადანაშაულებით, ბრალდების ავტორები არ ხდებიან უფრო ძლიერები და უკეთესები. მე იმედს ვიტოვებ, რომ ქართველი პოლიტიკოსები ამას მიხვდებიან და ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა უკეთ მომზადებულნი შეხვდნენ შეფასებებს დეკემბერში.“– განაცხადა მარინა კალიურანდმა.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა. ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს.

ამ პირობებს შორის დასახელებულია „დეოლიგარქიზაცია“, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, მიუკერძოებელი სამართალდამცავი უწყებების ფუნქციონირება, მედიამენეჯერების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში მიუკერძოებლობა და ა.შ.

საბოლოო გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, რომელიც 23-24 ივნისს შეიკრიბება.

magti 5g